ირმა სოხაძემ „ანნას შოუში“ საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომელიც თავის სტუდიაში გადახდა. ეს ამბავი მის სიძეს უკავშირდება, ქალიშვილის, ნატა ასათიანის მეუღლეს…
ირმა სოხაძე:
„ეს არის ჩემი ცხოვრების შავი ლაქა (იცინის). მქონდა საბავშვო სტუდია, რომელიც ახლაც მაქვს. ერთ დღეს მოიყვანეს ერთი გადასარევი ბავშვი, ლამაზი ბიჭი. ვერ ვიტყოდი, რომ სმენა არ ჰქონდა… მაშინ ალბათ 10 წლის იქნებოდა. ბავშვების შეზღუდული რაოდენობა უნდა ამეყვანა, სპექტაკლებისთვის რაც მჭირდებოდა. მოკლედ, არ ავიყვანე. რომ მცოდნოდა, რომ ნატას ქმარი გახდებოდა, უარს როგორ ვეტყოდი… სიძე რომ გახდა, მერე მითხრა ეს ამბავი. ახლა ხომ მაინც არ მეტყვი უარს, ხომ არ დამიწუნებ, იცი, რომ ერთხელ დამიწუნეო… როგორ დავიწუნებდი, გადასარევი ბიჭია…“