პროდიუსერი მამულიჩა სოციალურ ქსელში თბილისობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესის სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს.
როგორც ჩანს, შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმა რეპეტიციაზე ძალიან იხალისეს.
დღეს თბილისობის დღესასწაული დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა სახის გასართობ შოუ-პროგრამებთან ერთად განსაკუთრებულად ელოდებიან მიუზიკლს “უჩინმაჩინის ქუდი” – ვოდევილი.
აღსანიშნავია, რომ ახალი თეატრის მსახიობები და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ერთ სპექტაკლში რეჟისორმა დავით დოიაშვილმა გააერთიანა, წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებაზე კი კომპოზიტორმა, რუსა მორჩილაძემ იზრუნა.