LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლექსო ძალიან ცივი ადამიანია…რთული ხასიათი აქვს”- ლექს-სენის მეუღლე, ტატიანა ბურია

9350
BeFunky-collage - 2023-05-16T013945.847

ქართველი რეპერი ალექსანდრე ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი, მეუღლესთან, ტატიანა ბურიასთან ერთად გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია.

როგორც ტატიანა საუბრობს, ლექს-სენი საკმაოდ ცივი ადამიანია და რთული ხასიათი აქვს.

„ლექსო ჩემთვის ძალიან ცივი ადამიანია…რატომ უნდა სთხოვო ჩახუტება. ამ დროს მპასუხობს: ერთი წუთით, ჩაის ვსვამ, გეყოფა. რთული ხასიათი აქვს და ამაზე საერთოდ წრეშიც ბევრი ვთანხმდებით. ვფიქრობ ურთიერთობაში მთავარია მოთმენა. მაგალითად ლექსოს რთული ხასიათის, როდესაც დილიდან ცუდ ხასიათზე იღვიძებს”, – აღნიშნავს ტატიანა.

გადაცემაში ლექს-სენი აღნიშნავს, ურთიერთობაში მთავარი გაგებაა, რადგან იდეალური არავინ არ არის.

„ყოველთვის გაღიმებული ვერ იქნები. ხანდახან მიმიცია შენიშვნა, როდესაც საჯაროდ რაიმეს აღნიშნავდა, რომ ეს არ არის ლამაზი, მაშინ როდესაც უკრაინაში ჩვენი ბიჭები იღუპებიან. მისი ძმაც ომშია. შესაძლოა ჩემი შეხედულებაც გადამეტებულია და ტატიანას უთქვამს, რომ რთული ხასიათი მაქვს, თუმცა ყოველთვის ასე არ არის”, – საუბრობს ლექს-სენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g