საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოსა და ღვთისმშობლის ხატები გადასცა საჩუქრად.
შეგახსენებთ, შეხვედრაზე სწორედ პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს. როგორ ლომჯარიამ მედიასთან აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული და პოზიტიური იყო.
ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირაში სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ერთობლივად ჩავლენ.