LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანიკო კლდიაშვილი: „მაკა ასათიანი ჩემთვის ყველაფერია, დედამთილის გარდა…“

2641
makaasatiani

მაკა ასათიანის რძალი, მისი ვაჟის, კახი ჟორდანიას მეუღლე, ნანიკო კლდიაშვილი „იმედზე“ ვიკა კალანდიას რუბრიკის სტუმარი გახლდათ და თავისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ნანიკო აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, მათ შორის სტენფორდში სწავლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა და აქ პარტნიორთან ერთად ნუტრიციოლოგიის მიმართულებით სიახლეს გეგმავს, რომელსაც საზოგადოებას მალე გააცნობს.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნანიკო აღნიშნავს, რომ ყველაფერი შეიცვალა კახის გაცნობის შემდეგ და მისი ცხოვრება კახიმდე და მას შემდეგ იყოფა – „ბავშვობიდან ოჯახებით ვიყავით დაკავშირებულები, ვმეგობრობდით, თვითონ მე და კახიმ ზრდასრულ ასაკში მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი… ხელის თხოვნა ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, თუმცა პირველივე წამიდან კახი ჩემთვის ისეთი ახლობელი ადამიანი გახდა, რომ ლოგიკურიც იყო ეს განვითარება… ჩემი ცხოვრება, პირველ რიგში, გაიყო კახიმდე და კახის შემდეგ, ლეას გაჩენით კი კიდევ უფრო ემოიციური და ახალი ეტაპი დაიწყო, იმატა ემოციებმა და სულ ახალ-ახალ შეგრძნებებს ვპოულობ საკუთარ თავში…“

ნანიკომ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, როგორი დედამთილია მაკა ასათიანი და დასძინა: „მაკა არ არის ჩემთვის დედამთილი, ამ სიტყვის მთელი ნეგატიური დატვირთვით, რაც მას მოჰყვება… მაკა არის ძალიან ლამაზი, ძალიან ძლიერი ადამიანი და ახლო მეგობარი, რომელიც ყველაფერია დედამთილის გარდა… საუკეთესო ბებიაა, ლეას აღზრდაში მაქსიმალურად არის ჩართული, სულ თამაშობენ, სეირნობენ, ლეას განსაკუთრებულად უყვარს მაკასთან ერთად დროის გატარება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g