LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნინო გაგვიფრინდა მამიდა.. მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით, შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა, მამიდა, და გთხოვ, არ შეჩერდე“ – შოვში დაკარგული გვანცა ბუბაშვილის მამიდა

808
Untitled design (1)

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, აღმოჩენილია 24 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი.

ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს – მათ შორის არიან მეგობრები – სალომე ხეთაგური და გვანცა ბუბაშვილი. მათი მესამე მეგობარი – ნინო კენჭაძე მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს.

„სალომე გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო რა გამწარებულები არიან…“ – სალომე ხეთაგურის ოჯახის ახლობელი  

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გვანცა ბუბაშვილის მამიდა:

„ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო, მამიდა, აუცილებლად შევხვდებით….

…ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით …შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე…
რაჭაში შეხვედრამდე მამიდა…

გთხოვ, დავასრულოთ ცრემლებში დამხრჩვალი დღეები…

ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა, თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ…

ძალიან ტკივილიანი დღეებია, მამიდა, და იმედის მზის სხივი გვჭირდება მთელ საქართველოს…

მე მჯერა მთელი არსებით, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს და უვნებელს!

მიყვარხარ და უზომოდ მენატრები ჩემო გვანცუკალა“, – წერს გვანცა ბუბაშვილის მამიდა ნინო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

 

ეს ჩემი გვანცას მანქანაა…მისი მეგობრებით…

ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით….

…ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ…

Posted by Nino Tabatadze on სამშაბათი, 08 აგვისტო, 2023

 

ამასთან, გვანცა ბუბაშვილის მამიდა, გვანცას ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„რანაირი ხარ მამიდა…დახატული. როგორ გაზრდილხარ ჩემო ფერია. ჩემი ყოჩაღი გოგო…ჩემი გვანცა. გელოდებით“…

 

რანაირი ხარ მამიდა♥️…დახატული ♥️?
როგორ გაზრდილხარ ჩემო ფერია♥️
ჩემი ყოჩღი გოგო…ჩემი გვანცა♥️
გელოდებით ?♥️

Posted by Nino Tabatadze on ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, შოვში მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 9 ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები