LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი უკრაინაში საომრად გაგზავნეს

472
ჰბჰბ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაგზავნეს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი წერს Telegram არხზე.

ამასთან, ვრცელდება კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს გვირაბის გავლით.

„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ… მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო.

ბიჭებო, დაგვიბრუნდით, ცოცხლები და გამარჯვებულები“, – წერს კოკოითი ტელეგრამ-არხზე.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს აკრიტიკებენ.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, წინა დღეს, გავრცელდა ინფორმაცია 35 წლის ანდრეი ბაკაევის გარდაცვალების შესახებ. ის რუსეთის 58-ე არმიაში მსახურობდა და როგორც გამოცემა წერს,  „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს საბრძოლო დავალების შესრულებისას“ გარდაიცვალა.

 

magti 5g