LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “პირველად ვამბობ ახლა, ლევანმაც არ იცის…” – ჭოლა და მანანა კოზაკოვა 30-წლიან სიყვარულის ისტორიაზე

622
BeFunky-collage (11)

რეჟისორმა ლევან წულაძემ და მისმა მეუღლემ, მსახიობმა მანანა კოზაკოვამ გადაცემაში „ბაიასთან“ საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.

ჭოლა და მანანა 30 წლის წინ შეუღლდნენ და დღემდე ინარჩუნებენ ოჯახურ იდილიას.

ლევან წულაძე: „მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი, რომელიც დავუნიშნე ოპერასთან… მოვდიოდი თეატრალურიდან, მას ეცვა შავი პალტო და ეკეთა შავი ბეწვი. თხელი და გამხდარი გოგო იყო. ახლაც ასეთია…

იცვლება მოტივაცია, ისე, როგორც წელიწადის 4 დრო, არის სუსხიანი დროც, არის გაზაფხულიც, არის ზაფხული, შემოდგომა…

ახლა ვართ შემოდგომის პერიოდში…

ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია, წავედით სუფრაზე მეგობართან, დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ რომ ოჯახი შეგვექმნა, უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.

ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, როდესაც იღებ აბსოლუტურად ყველაფერს, ნაკლებად იპრანჭები იმიტომ, რომ გიცნობენ უკვე კარგად.

მანანა კოზაკოვა: ყოფილა კრიზისული, დაძაბული პერიოდები…ლევანმა საერთოდ არ იცის პირადი საუბრები, ახსნა. მეუბნებოდა, მე არ ვარ დედაშენი, სამზარეულოში ჩაისთან ერთად რომ წყვეტთ ყველა პრობლემასო.

ასე არ განიხილავდა, რატომ შეგვემთხვა და ფსიქოთერაპევტთან წავიდეთ და ა.შ.

პირველად ვამბობ ახლა ლევანმაც არ იცის…მივდიოდი რეპეტიციებზე, არა ჩემსაზე, მის რეპეტიციაზე და იქ იმდენ ახსნას ვპოულობდი, ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც უხსნის ქალს მის დრამატულ როლს, არ შეიძლება არ ესმოდეს ჩემი.

იქიდან ვიღებდი ბოდიშსაც, სიყვარულის ახსნასაც, თითქოს იქ ვპოულობდი რაღაც ნამდვილს, რასაც თვითონ ვერ მეუბნებოდა ან ვერ გამოხატავდა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g