ციცი ფალავანდიშვილი ავრცელებს ვიდეოებს ახლახან პრაღაში გამართული კონცერტიდან, სადაც „მგზავრებს“ სრული ანშლაგი და თბილი მიღება და ოვაციები დახვდათ.
„მუსიკა საერთაშორისო ენაა“, წერს ციცი ფალავანდიშვილი და მაყურებელთა ემოციებზე აკეთებს აქცენტს.
ფოტოები ზემოხსენებული კონცერტიდან უკრაინელმა ფოტოგრაფმა, რომან რუდაკოვმა გაავრცელა.