LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს კადიროვი ატირდა

275
Untitled design (2)

ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი და ოთხი სეპარატისტი ლიდერი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა.

პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს

37-წუთიანი მიმართვის დროს პუტინმა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორჟიესა და ხერსონის მოქალაქეებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მათი მოქალაქეები სამუდამოდ ხდებიან.

სიტყვით გამოსვლის დროს, დარბაზში მჯდომი ჩეჩნეთის ლიდერი ატირდა. 

რამზან კადიროვის ვიდეო სოციალურ მედიაში ვრცელდება. 

„კიევის დღევანდელი ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას და არა სხვაგვარად. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ.

ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია“, – თქვა პუტინმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=8DDnY5QHhrY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g