ქრისტინე იმედაძე „აკუსტიკის“ მაყურებლის წინაშე წარდგა. მომღერალმა ცნობილი სიმღერის „პაწაწინა რტო ვარ“ ახლებური ვერსია წარმოგვიდგინა. ქრისტინეს აკომპანემენტი მისმა მეგობარმა, პიანისტმა ნიკა ნიკვაშვილმა და ლელა მჭედლიძემ, ელენე მეგრელიშვილმა, ზაზა თორაძემ და გიორგი იმუანოვმა გაუწიეს. ვერსიის ავტორი ნიკა ნიკვაშვილი გახლავთ.
ქრისტინემ მაყურებელს ულამაზესი შავ-თეთრი კაბითაც ადამახსოვრა თავი.