ცნობილმა მომღერალმა მაკა ზამბახიძემ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ამის შესახებ მისი “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი.
როგორც ჩანს, მაკას სამზადისში მეგობრები ეხმარებიან.
“რატი მირთავს სახლს”-წერს მაკა და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აქტიურადაა ჩართული სახლის მორთვის პროცესში მომღერალი რატი დურგლიშვილი.
ასევე, მათთან ერთადაა პროდიუსერი კახი მამულაშვილი, რომელიც მეგობრებთან ერთად საზეიმო განწყობაზეა.