სინგაპურის ქუჩებში ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი რობოტი “ძაღლები” გამოჩნდენ, რომლებიც ველოსიპედებითა და ფეხით მოსიარულეებს სოციალური დისტანციის დაცვას სთხოვენ.

“თქვენი უსაფრთხოებისა და სხვების უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, მინიმუმ ერთი მეტრი დისტანცია შეინარჩუნოთ, დიდი მადლობა”, – მიმართავს რობოტი გამვლელებს.

რობოტები სინგაპურის ცენტრალურ პარკში განლაგდნენ, მათში კამერები და ანალიტიკური ხელსაწყეობია დამონტაჟებული, რათა პარკში მყოფი ადამიანების რაოდენობა შეაფასონ.

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რობოტებს ადამიანებზე თვალყურის დევნება და მათი პერსონალური მონაცემების ჩაწერა არ შეუძლიათ.

უახლესი მონაცემებით, სინგაპურში მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირების 30 426 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 117 გამოჯანმრთელდა.

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05