მარიამ როინიშვილი „შუადღესთან“ საუბრობს წონის კლების შესახებ. მან 20 კილოგრამი დაიკლო:
„გარდატეხის ასაკიდან დაიწყო ჩემი წონის პრობლემები. პერიოდულად ვებრძოდი. თავს იმ წონაში კომფორტულად არ ვგრძნობდი. ხაზი მინდა გავუსვა, როცა მეუბნებოდნენ, ძალიან გასუქებულხარო, არ მსიამოვნებდა. ეს მინდა, ყველამ გაითვალისწინოს. ეს არ არის მოტივაცია. შეიძლება ისე ჩაკეტო და დათრგუნო ადამიანი, რომ არაფერი არ მოუნდეს. მე ძლიერი ხასიათი მაქვს, გადავწყვიტე და ვთქვი…
გამივლია ტანჯვა, კოლაფსამდეც მივსულვარ და უხეში ზომებისთვისაც მიმიმართავს, რომ წონაში დამეკლო. ახლა რომ ვფიქრობ, რა მაქვს გაკეთებული საკუთარი თავისთვის…
ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული წლები, 30 წლის მერე რაღაცები შემეცვალა. ჩემი სხეული შეიცვალა, სხვანაირად პასუხობს სხვადასხვა საკვებს. ჩემი ორგანიზმი გაჰყვა იმას, რა კვებასაც დღეს მივმართავ. არაფერს ვიკლებ საერთოდ, არც ნაყინს, არც შაქარს, არც მარილს. უმარილო საჭმელი ჩემთვის უგემურია და პირდაპირ ხასიათში გადამდის. საღამოს დაძინებამდე ოთხი საათით ადრე არაფერს ვიღებ… ძილის წინ წყალსაც არ ვიღებ, უზმოზე კი. გამონაკლისები არსებობს, თუკი სადმე მივდივარ…“