ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება.
ფეხმძიმე ქეთი შესანიშნავად გამოიყურება და ამას თავისი მიზეზი აქვს.
ის ხშირად ვარჯიშობს.
შესაბამისი ვარჯიშის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს:
„დაგიბრუნდით ვარჯიშებით… ეს ჩემი top 3 ვარჯიშია ბოლო თვეების განმავლობაში, რომლის შემდეგაც თეძოებიც, ფეხებიც და წელიც დასვენებულია და თავს ბევრად მსუბუქად ვგრძნობ.
ყველა მოძრაობას 10-10 ჯერ ვაკეთებ და 3 წრეს.
გახსოვდეთ!.. თუ ორსულებს აქამდე არ გივარჯიშიათ, ამ ვარჯიშების სახლში მარტო გაკეთება რეკომენდებული არ არის!..
ვარჯიშის დროს მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნება უნდა იყოს, არავითარი დაძაბვა და ტკივილი!“
„მშვენიერი საღამო იყო“ – ქეთი ხატიაშვილი დავით კაჭარავასთან ერთად ახალ ფოტოებს აქვეყნებს