როგორც უკვე ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია სახელწოდებით – “სიფრთხილე და არა შიში.”
პრეზიდენტმა კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გუშინ გაავრცელა. დღეს კი ვრცელდება ვიდეო, რითიც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, რეკომენდაციებს უზიარებს.
“უსაფრთხოება ნიშნავს მშვიდად ყოფნას” – პრეზიდენტმა ახალი კამპანია წამოიწყო
ამასთან, კამპანიის ფარგლებში, ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებსაც მიმართავს:
„გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსი მსოფლიოს მთავარი ამბავია, მოდით, ხალხს ვაჩვენოთ, რომ დაცულობა სიმშვიდის შენარჩუნებასა და პასუხისმგებლობით მოქმედებას ნიშნავს, ამავე დროს, მივყვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე.”
Challenge to world leaders: let’s spread #SafetynotFear. With the new #Coronavirus on top of world news, let’s show people that safety means remaining calm and being responsible by continuing our lives while following @WHO recommendations. pic.twitter.com/eVYb0WQEkZ
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S)
February 29, 2020
#სიფრთხილედაარაშიში
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on შაბათი, 29 თებერვალი, 2020