ლელა წურწუმიამ ბათუმში ზაფხულის სეზონი დახურა.
როგორც ლელა წერს, ბოლო კონცერტმაც წარმატებით ჩაიარა.
პოპ დივა მსმენელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მომავალ სეზონზე სიახლეები ელოდებათ.
„ჩემო მეგობრებო. ჩვენი ბათუმის სეზონის ბოლო კონცერტმაც, წარმატებულად ჩაიარა როგორც ყოველთვის.მადლობა დიდი ყველას…
მომავალ სეზონზე ახალი სიახლეებით შევხვდებით“ – წერს ლელა.
ლელას კონცერტიდან სოციალურ ქსელში ემოციური მომენტი ვრცელდება.
მომღერალს მეუღლემ, მამულიჩამ სცენაზე უამრავი წითელი ვარდი მიართვა.