“ვრემიას” დროს, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა.
რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა. ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” – ეწერა პლაკატზე.