LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მე შეიძლება გუშინ პატარა ნაკადული ვიყავი მაგრამ ყველას აქვს ნაკადული, ჩანჩქერი, ზღვა და ოკეანეც: ცისანა სეფიაშვილი

366
pjimage (4)

“ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე ვიყავი და აზრი არ შემიცვლია”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანებულმა მომღერალმა, ცისანა სეფიაშვილმა განაცხადა. მომღერალმა “ტვ პირველის” გადაცემა”საჯარო პოლიტიკაში” “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანების მოტივზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

სეფიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერების ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის შეხედულებებს იზიარებს და ამასთან, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.

“ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი. მე შეიძლება გუშინ პატარა ნაკადული ვიყავი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს პატარა ნაკადულიც, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც, ამიტომ მინდა ჩემი რესურსი გამოვიყენო. 4 შვილი მყავს, ყველას გვყავს შვილები და მათთვის ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ”, – განაცხადა ცისანა სეფიაშვილმა.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და შეზღუდვების დაწესების საკითხს, როგოც სეფიაშვილი ამბობს, სხვადასხვა რეგულაციების არსებობა აუცილებელია, თუმცა ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.

“მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანამ ეს ვირუსი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. ჩვენს ქვეყანაშიც, ხელისუფლება ვირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ქვეყნის ჩაკეტვა ძალიან დიდ კრიზისს გამოიწვევს, რეგულაციები რასაკვირველია უნდა იყოს, მაგრამ რაღაც ხელოვნურად ხდება, რადგან თუ არ არის ორი ან სამი ქრონიკული დაავადება, ეს ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, ეს არის პნევმონია”, – განაცხადა ცისანა სეფიაშვილმა სეფიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ჯემალ სეფიაშვილის შვილი, მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის მე-9 ნომერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები