LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “შვილო, ღმერთს ძალიან ჰყვარებიხარო” – ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება: რა ისტორიას იხსენებს რუსკა ქარქაშაძე

202
BeFunky-collage - 2022-12-13T002546.247

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გადაცემაში “ფარული კონვერტი” იხსენებს დღეს, როდესაც საკმაოდ მძიმე ავარიაში მოყვა.

როგორც მსახიობი საუბრობს, სასწაულებრივად გადარჩა და მას შემდეგ დარწმუნდა, რომ ღმერთს მართლაც ჰყვარებია.

“ძველით ახალი წელი დგებოდა და მეგობრებმა ერთად შეხვედრა გადავწყვიტეთ. დედამ რატომღაც მითხრა, რომ არ წავსულიყავი. მე მაინც ვიფიქრე, რომ რატომაც არა და წავედით. გზაში საკმაოდ სერიოზულ ავარიაში მოვყევით. დავეჯახეთ მთელი ძალით ბოძს და ვიტრიალეთ დიდხანს. გული არ წამსვლია და ყველაფერს შენელებულ კადრებად ვხედავდი.

პირველი რაც გავიფიქრე, ჩემი დის მდგომარეობა იყო. მანქანიდან, რომ გადმოვედი, არასდროს არ დამავიწყდება, შუახნის კაცი იყო, შემომხედა და მითხრა: შვილო, ღმერთს ძალიან ჰყვარებიხარო. შემდეგ რომ შევხედე მანქანას, მანდ მივხვდი, რომ მართლა ვყვარებივარ ღმერთს, რადგან მთლიანად დაჭმუჭნილი იყო. არავის არაფერი დაგვიშავდა. მაშინ ალბათ 15-16 წლის ვიქნებოდი”, – საუბრობს რუსკა ქარქაშაძე.

ამავე თემაზე:

ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”

ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

რუსკა ქარქაშაძე: „ჩემს მშობლებთან არასდროს მქონია უხერხული თემები… ყველაფერზე მესაუბრებოდნენ, მამა ჩემი საუკეთესო მრჩეველია…“

რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოებს აქვეყნებს – ტელეწამყვანის ბერლინური არდადეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები