ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მოგზაურობენ.
წყვილმა დანიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ქალთევზას ქანდაკება მოინახულა და კოპენჰაგენის ქუჩები დაათვალიერა.
წყვილი კადრებს სოციალური ქსელის გამომწერებს უზიარებს.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 