LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფო წუწუნებდა, დაბადების დღეს ვერ ვიხდიო და ვეუბნებოდი, რა დაბადების დღე, ხვალ ქორწილია-მეთქი“ – როგორ იხსენებენ სოფო ბედია და მიშა მესხი ქორწილის დღეს

287
ფორტუნა (18)

გადაცემაში „სხვა შუადღე“ მომღერალმა სოფო ბედიამ და მიშა მესხმა მათი ურთიერთობის დასაწყისი და ქორწილის დღე გაიხსენეს.

სოფო:

26 ოქტომბერს 10 წელი გახდა, რაც ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობის ათვლა დაიწყო. იანვარში კი ცხრა წელი ხდება, რაც ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ. ტრადიციად გვაქვს, რომ  ყოველ წელს აღვნიშნოთ ჩვენი გაცნობის დღეც და ქორწილის დღეც.

მიშა:

გვიწევს მაინც, 21 იანვარს სოფოს დაბადების დღეა და ამ დღეს დავამთხვიეთ ქორწილი. გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ქორწილი გვქონდა. სოფო წუწუნებდა, დაბადების დღეს ვერ ვიხდიო და ვეუბნებოდი, რა დაბადების დღე, ხვალ ქორწილია-მეთქი…

ხელი ვთხოვე „რუსთავი 2“-ის მეშვეობით. სოფოს ვითომ საახალწლო ნაძვის ხე უნდა მოერთო და მე ბექა ჩხაიძესთან და ბევრ კარგ ჩემ მეგობართან ერთად, სერენადა ვუმღერე.

სოფო:

„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“ მომესმა, როცა მე ნაძვის ხეს ვაწყობდი და მეგონა, რომ ამისთვის მოვიდა ტელევიზია.

მიშა:

ძალიან ციოდა და ჩვენ ფაეტონით წავედით ტივამდე.

სოფო:

ვიცოდი, რომ ეს ურთიერთობა ბოლო ბოლო დაკანონებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო.

400 კაციანი ქორწილი გვქონდა.

მიშა:

სულ რომ 1000 კაციანი ქორწილი გადაიხადო, ვიღაცა გულდაწყვეტილი მაინც იქნება.

სოფო:

ძალიან ლამაზი დღე იყო. სადა კაბა მეცვა. ჩემთვის ის იყო მთავარი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ბოლომდე იქნება ეს სწორი არჩევანი. (იცინის, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი).

ყველა ადამიანისთვის ეს დღე გამორჩეულია და იმ დღეს ყველაფრით ბედნიერი უნდა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები