თურქულ „ვოისში“, სოფო სააკაშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი მომღერალი მონაწილეობს. თათია კობალაძემ ცნობილი კომპოზიცია What’s Up ისე შეასრულა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა და სიმღერის დასრულებამდე ოთხივე მათგანი შემოატრიალა. „ვაი, ვაი“, ასეთი რეპლიკა გაისმა ჟიურის ერთ-ერთი წევრისგან. თათიას სიმღერა მეორედაც შესრულებინეს.