ვერიკო ტურაშვილმა ახლახან „იუთუბზე“ შემოგვთავაზა ახალი კლიპის პრემიერა.
ეს ძველი აზერბაიჯანული სიმღერაა, რომლისთვისაც ახალი არანჟირება და ქართული ტექსტი შეიქმნა.
კლიპის რეჟისორი გიორგი ცაავა გახლავთ.
ახალი სიმღერის რადიოპრემიერა 11 ნოემბერს, „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება.