LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ვინც მიყვარდა აღარავინ დამრჩა, გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს” – უხუცესი ვეტერანების ემოციური მიმართვა ახალგაზრდებს

173
BeFunky-collage (13)

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კიკვიძის პარკშია შესაძლებელი.

თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანზე გაიცა 1000 ლარიანი კომპენსაცია, ეს ღირსების საკითხია: კობალაძე

კალაძე: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ფეისბუქის ოფიციალურ ვებგევრდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც უხუცესი ვეტერანები ახალგაზრდებს მიმართავენ რჩევით:

ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები - პრემიერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ღარიბაშვილმა და სხვა მინისტრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

“ისწავლეთ პატიება, ცუდი არავის უსურვოთ და სიბერე, ჩემს ასაკშიც ვერ მოგერევა”

“ახალგაზრდობა ყველაზე დიდი სიხარულია! გაუფრთხილდით თქვენს წლებს. იცხოვრეთ ჯანსაღად და გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა!”

“დროს ვერ გაჩერებთ, ვერც წინ გაუსწრებთ, ვერც უკან დააბრუნებთ, ყოველთვის იცხოვრეთ დროში”

“ვინც მიყვარდა აღარავინ დამრჩა, სულ მარტო ვარ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს… ხშირად უთხარით, რომ გიყვართ”

“საკუთარ თავზე მეტად შეიყვარეთ სამშობლო და იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის”

“ომი ყველაზე დიდი უბედურებაა, სიცოცხლე – ყველაზე დიდი სიხარული! იბრძოლეთ მშვიდობისა და სიცოცხლისათვის!”

“ადამიანობა ყველაზე ღირსეული პროფესიაა, არასდროს უღალატოთმას!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g