LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიმედოვნებ, ნორმალურ ცხოვრებას ერთ წელიწადში დავუბრუნდებით“ – ენტონი ფაუჩი

231
ფაუჩი

შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია ქვეყანაში კიდევ თვეების განმავლობაში იქნება. ამასთან ფაუჩი იმედოვნებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაახლოებით ერთ წელიწადში დავუბრუნდებით.

ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ვირუსის რამდენიმე ციკლი.

Coronavirus Cases Increasing as States Reopen in the U.S.

“ვიმედოვნებ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ვითარება დასტაბილურდება და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. სავარაუდოდ, ეს არ მოხდება შემოდგომაზე ან ზამთარში, ალბათ უფრო მომავალ წელს”, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა.

ფაუჩიმ დასძინა, რომ ვირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე გარდაუვალი არ არის.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენტონი ფაუჩიმ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო.

ფაუჩის თქმით, საპროტესტო აქციები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ახალ წყაროდ შეიძლება იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები