გუშინ გვიან ღამით გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ელვარდ ახალაია, ილია გაწერელია, ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, ომარ ჯიქია და გოგა ჯალაღონია. გარდაცვლილები საკუთრ სახლებში უკვე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკა “გორმედში” არიან მოთავსებულები. მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს თბილისში გამართული აქციის მონაწილეები სამეგრელოს მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გორთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი, მეექვსე მგზავრი გარდაიცვალა
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
ავარიის შედეგან გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.