LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ახალი გენპროკურორი? ისევ ძველი! დიპლომიანია და „გამზრდელიც“ წაკითხული აქვს

164
image222222-700x336-800x500-c

16 იანვარს საქართველოს საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევისთვის გამოცხადდა, სხვა კანდიდატებს შორის ყოფილი გენპროკურორიც აღმოჩნდა.  ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომას კი წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.   შოთაძის კანდიდადურა იგივე პოზიციაზე, ოფიციალურად  სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

პროკურორობის მსურველ 15 კანდიდატს შორის, პირველი ეტაპი გაიარა შოთაძემაც, როდესაც საბჭოში კანდიდატთა მოსმენა გაიმართა. საბჭომ სულ 4 პირი შეარჩია, თუმცა დანარჩენ 3 კანდიდატთან შედარებით ყოფილმა პროკურორმა ხმების უმრავლესობა მიიღო.  პროცედურულად შემდეგი ნაბიჯი ერთი კანდიდატის არჩევა იყო, რომელიც არ გაძნელებია შოთაძეს. 7 თებერვალს საპროკურორო საბჭოში გამართული კენჭისყრით, არჩეულ იქნა „საუკეთესო“ , რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნეს.

ირაკლი შოთაძის ისევ პროკურორად დანიშვნის მცდელობას ქართული ოპოზიცია ნეგატიურად შეხვდა. გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, გაკეთდა შესაბამისი „მწვავე“ განცხადებები, მოეწყო „სირცხვილის კორიდორი“, პარლამენტთან ჩამოკიდეს „ბოტასები“ მაგრამ 17 იანვარს საკანონმდებლო ორგანოში შოთაძეს მაინც მოუსმინეს. 6 საათზე მეტ ხანს საუბრობდა შოთაძე გეგმებზე და ხედვებზე. „საკუთარი პროგრამით“ მისულ ყოფილ გენპროკურორს  არ მოუსმინა საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი ამ დროს მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავდნენ. რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა „ნიღბების“ აქცია შენობასივე მოაწყო. თუმცა შოთაძეს გამოსვლა არ ამით შეფერხებულა.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს – საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატთა ოთხეული

დღეს დილის ბიურის სხდომაზე პარლამენტის უმრავლესობის აზრი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით უკვე ცნობილი გახდა. უფრო სწორედ, შოთაძის დანიშვნა სახელისუფლებო უმრავლესობამ მის კანდიდატად წარდგენის დღესვე გაახმოვანა. „ქართული ოცნების“ რჩეული, რომელიც არაერთი გახმაურებული საქმის „გახსნის“ ავტორი იყო, მთავრობამ „ამაგი“ არ დაუკარდა. ამიტომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.

82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – ფარული კენჭისყრის შედეგად,  ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

ხმაური პარლამენტთან: ერთმანეთს სამართალდამცავები და სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ

რაც შეეხება ახალი და ძველი გენპროკურორის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს საზოგადოების მიმართ,  გადაწყვეტიულებებში სრული დამოუკიდებლობაა.

„თითოეულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ , ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ეს ცნობილია მხოლოდ მაშინდელი მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რაც შეეხება იმას, თუ მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მივიღე დამოუკიდებლად და არ ვნანობ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტიილება მივიღე მაშინ. არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, (იძინა ივანიშვილთან) წარმადგინა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და შემდეგ თქვენ ნახეთ, რომ გავიარე საპროკურორო საბჭოში გასაუბრება“,- ამბობს შოთაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g