LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და აზერბაიჯანს, მტრობს ქვეყანას – გიგა ბოკერია

100
bokeria

მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანად ვერასატან ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება ზიანი მიაყენო, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას.

„ყველასთვის ცნობილია ჩემი, პერსონალური და „ევროპული საქართველოს“ რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული პოზიცია „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის, თქვენი უნარის, უფრო სწორად უუნარობის მიმართ, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ, ან მეგობარ ქვეყნებთან გქონდეთ საქმიანი ურთიერთობა, ძალიან კრიტიკული ვარ. მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს გაამწვავოს ვითარება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის; იმათ მიმართ, ვინც ცდილობს შუღლი დათესოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, იმათ მიმართ, ვინც პატრიოტების საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. აქ არიან ხალხი ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ მივმართო – მთავრობის მიმართ საფუძვლიანი უნდობლობა, კრიტიკულობა მთავრობის მიმართ, საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენ ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზაიანის მიყენება – ორი სხვადასხვა რამაა და მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანად ვერასატან ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება ზიანი მიაყენო.

ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავე დროს აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზერბაიჯანის შიგნით იმ ძალებს, ან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები საქართველოს სააწინააღმდეგოდ, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ ეს ვერ დაინახო“, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები