LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე ამბობენ, რომ სიმბოლურია, უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებს თავისი ევროპა მოწყობილი აქვთ, შვილებს განათლების მისაღებად ევროპაში აგზავნიან და ჯანდაცვისთვისაც ყოველთვის ევროპას აკითხავენ – ქადაგიძე

117
გიორგი ქადაგიძე 22

ჩვენი განსხვავებული აზრი, უზარმაზარ ამოცანასთან შედარებით, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, იმდენად პატარაა და იმდენად უმნიშვნელოა, რომ მასზე საუბარი სასაცილოა. – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ეროვნული ბანკი ყოფილმა პრეზიდენტმა და მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

„ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭება არც თუ ისე მნიშვნელოვანია და სიმბოლურია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებს თავისთვის ევროკავშირი და ევროპა მოწყობილი აქვთ. შვილებს განათლების მისაღებად ევროპაში აგზავნიან და ჯანდაცვისთვისაც ყოველთვის ევროპას აკითხავენ, ინვესტიციებს დებენ ევროპაში და როდესაც რაღაც წარმატებას აღწევენ, მერე საკუთარი თავის რეალიზაცია უნდათ ევროპაში.

უბრალოდ მათ საბჭოთა კავშირი, ავტორიტარიზმი უნდათ გამდიდრებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მათი სიტყვით სიმბოლური და არაფრისმომტანი, თორემ ევროპის  დოვლათით თვითონ ძალიან კარგად სარგებლობენ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჯეროთ მათ და არ უნდა დავიღალოთ ახსნით რა მაგარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ გავხდებით.  ეს ის პროცესია, სადაც ყველას გვაქვს ჩვენი როლი. ეს ბრძოლა ყველამ უნდა მოვიგოთ.

თვითოეულმა ადამიანმა უნდა დავარწმუნოთ მეზობლები, თანამშრომლები და ნათესავები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიღალოთ ახსნით, თუ რა სიკეთეა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროტესტი.

არ უნდა დავიღალოთ ახსნით, უნდა ვესაუბროთ ყველას და მათ შორის განსხვავებულ აზრზე მდგომ ადამიანებს. იმ ადამიანებს, ვინც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან. დღეს გვჭირდება უპრეცედენტო ერთიანობა და კონსოლიდაცია. ყველა ჩვენი განსხვავებული აზრი, ამ უზარმაზარ ამოცანასთან შედარებით, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, არის, იმდენად პატარაა და იმდენად უმნიშვნელოა, რომ მასზე საუბარი სასაცილოა.

ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, რადგან მეორე მხარეს არის უზარმაზარი სიმდიდრე, ფაქტობრივად საბოტაჟირებული ევროპა და გახარებული რუსეთი. რომლებიც ბედნიერები არიან იმით, რომ საქართველო თურმე უარს ამბობს ევროკავშირზე და გვერდს უვლის ამ პერსპექტივას.

ამიტომ ჩვენზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩვენ 2022 წელი უნდა ვაქციოთ ზეიმის წლად და წლად, როდესაც გამოვიყენეთ უზარმაზარი შესაძლებლობა და მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის არგაკეთება, არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ასეთი რამ არ შეიძლება ჩვენ ყველამ ხელიდან გავუშვათ, მერე ამაზე  ძალიან დიდხანს ვინანებთ.

არავის ემახსოვრება რა და როგორ იყო. ისტორიაში დაიწერება, რომ საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს ამ გეოპოლიტიკური ცვლილებით სარგებლობა.
ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ახლა ნამდვილად არის დრო ერთიანობის, ხელის ჩაკიდების და წყენის დავიწყების“. – აცხადებს ქადაგიძე „ფპრტუნასთან“.

ქადაგიძის თქმით, აუცილებელია,  სამ ივლისს ევროპას და დასავლეთს ჩვენი თავი გავაცნოთ. 

„ეს ბრძოლა არაა ვინმე კონკრეტული ჯგუფის მოსაგები. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ თითოეულმა ჩვენგანმა იმისდა მიუხედავად, ვცხოვრობთ რეგიონში, სოფელში, დაბაში, თუ თბილისში. თითოეული ჩვენგანის ჩართულობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.

სამში, კვირას რვა საათზე გაიმართება მორიგი დიდი აქცია, სადაც ჩვენ ყველა გვიყურებს და სადაც ჩვენ  საკუთარ თავს გავაცნობთ დასავლელ პარტნიორებს.
ყველა გვიყურებს. მთელი მსოფლიო და ევროპა და გვაკვირდებიან, გვაქვს თუ არაა საქართველოს მოქალაქეებს იმის უნარი, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი.  აქვე გეტყვით, რომ ხვალ 30 ივნისს დედაენის ბაღში მაქვს შეხვედრა სტუდენტებთან. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოსვლა.

გეგმა არის ის, რომ მოვედოთ მთელ საქართველოს, ყველა ჯგუფს,  პოლიტიკურს და ეკონომიკურს, გეოგრაფიულს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ ეს პროცესი ასე მარტივად არ ჩაივლის.

არ ვაპირებთ, მარტივად გავატაროთ ის ისტორიული მომენტი, რომელიც საქართველოში დგას“. – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ გიორგი კეპულაძის გადაცემა „ბიზნესკურიერში“.

„იმხელა ნამცხვარზეა საუბარი, რომელიც ყველასთვის საკმარისი იქნება, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების ადამიანისთვის“ – რას დავკარგავთ, თუ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები