LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა

68
ვიოლა და გახოს წევრები

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს.

ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.

გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

განვიხილავთ რა გზას ადგას საქართველო, ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული: ვიოლა ფონ კრამონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები