LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, თანამდებობის დაკავებას არ ვგეგმავ: ბაქრაძე პარლამენტში სამუშაოდ მივიდა

42
ბაქრა

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

მისი თქმით, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც ის არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში.

როგორც მან აღნიშნა, რურუას და მელიას გათავისუფლებამ შექმნა მოცემულობა, რომ არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციამ სრულფასოვნად დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები.

დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მუშაობის ეს ეტაპი დასრულებულია და მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და არა მხოლოდ მე სრულფასოვნად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში ყველა იმ საკითხზე სამუშაოდ, რაც დღეს აწუხებს მოსახლეობას,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს “ყოფილი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და არც საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გეგმავს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტია „ლელო“ საპარამენტო ფრაქციას ქმნის, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები