LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო”, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე ახალ ფრაქციას ქმნიან

81
185453615-590894445647011-2338662337706523176-n

“ლელო საქართველოსთვის” პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ფრაქციას შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. ფრაქციის თავმჯდომარე კი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იქნება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტის, პირველი ოპოზიციური ფრაქცია. “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” – ასეთი იქნება ფრაქციის სახელწოდება. ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა უმაღლეს ორგანოში ხმამაღლა იყოს წარდგენილი.

“ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების და სისტემურ გადატვირთვის, რომელიც ჩვენი, თითოეული მოქალაქის წინაშე ასე მძაფრად დგას. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი და მხარდაჭერილი იქნება. იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ, ძალიან მალე ამ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი უნდა გავხდეთ.

რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო გაუარესდა, უმაღლეს ორგანოში მათი წარმომადგენელი ვიყოთ.

მინდა ძალიან დიდი პატივისცემითა და სიხარულით დავადასტურო ჩვენთან ახალი პარლამენტის წევრების შემოერთება. ესენი გახლავთ: სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე. ბატონო ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი.

ალბათ, ყველა ხვდება იმ ძალიან დიდ კვალიფიკაციას, ბრძოლისუნარიანობას, რომლითაც ჩვენ პარლამენტში შემოვედით. იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ბოლომდე განვახორციელოთ, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის,” – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g