28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ შეეხება:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
ამასთან, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება.
28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება
ზამთრის კურორტები 31 იანვრამდე დახურული იქნება