LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც გაინტერესებთ, როგორაა ჯაფარა, მოხვდით მისი მეგობრების და დამფინანსებლების ჯგუფში!“ – ზურაბ ჯაფარიძეს გულშემატკივრები თანხას უგროვებენ

659
Fortuna.ge

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში „ჯაფარას მეგობრების“ ჯგუფი შექმნეს და მის მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მოხვდნენ პოლიტიკოსის მეგობრებისა და დამფინანსებლების ჯგუფში.

როგორც მისმა „ფანდრაიზერმა“ [დაფინანსების მოძიების მენეჯერი] მარიტა რატიანმა „ფორტუნას“ უთხრა, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობა 2019 წლიდან მისი გულშემატკივრების მიერ შეგროვილი თანხებით ფინანსდება.

„ჯაფარიძეს არ აუღია და არც სამომავლოდ გეგმავს ბიუჯეტის ფულის აღებას, რადგან პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თემაზე ნეგატიურ პოზიციას ინარჩუნებს.

facebook-ზე შექმნილია მისი მხარდამჭერების ჯგუფი „ჯაფარას მეგობრები“, სადაც „გირჩის“ ლიდერის დამფინანსებლები არიან გაერთიანებულნი“, – გვითხრა მარიტა რატიანმა.

მან ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, გულშემატკივრებს მოუწოდა, თუნდაც მიზერული დონაციის შესრულების შედეგად მოხვედრილიყვნენ „ჯაფარას მეგობრებში.“

მარიტა რატიანის თქმით, შეგროვილი თანხა, სხვა საჭიროებებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებისას მიყენებული ფიზიკური ზიანის მკურნალობასაც მოხმარდება.

„ვისაც დეტალურად გაინტერესებთ, როგორაა ჯაფარა

მოხვდით მისი მეგობრების და დამფინანსებლების ჯგუფში!

ამისთვის ჩაურიცხეთ მინიმუმ 1 ლარი/დოლარი/ევრო/გრივნა/დინარი და ა.შ. შემდეგ ანგარიშებზე, ჩამიგდეთ „სქრინი“ და გამოუშვით „რიქვესთი“,– წერს მარიტა რატიანი Facebook-ზე.

ანგარიშის ნომრები:

  • თიბისი ბანკი: GE09TB7736645061600010
  • საქართველოს ბანკი: #GE71BG0000000203150900
  • ლიბერთი ბანკი: GE16LB0711127502707000
  • ბაზის ბანკი: GE33BS0000000115345858

მიმღები: MariamRatiani

შეგახსენებთ, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 მარტს დააკავეს, რა დროსაც იგი სხვა მონაწილეებთან ერთად ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოსთან აპროტესტებდა.

პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძეს და მის თანაგუნდელს ნიკა მოსიაშვილს სამართალდამცველებმა ხელკეტები და წიხლები ურტყეს. თავად ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„თავში ურტყეს „დუბინკები“, გაზიც შეასხეს სახეში, დიღმის იზოლატორში ჰყავთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ?“ – ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე

„ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება.. პირადად ვესაუბრე, მომიყვა დეტალები“ – რას ამბობს ახლად არჩეული სახალხო დამცველი მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები