„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე ნატა ქორიძე ამბობს, რომ გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე დიღმის იზოლატორშია მოთავსებული და მას დაკავებისას დაზიანებები მიაყენეს.
„ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს „დუბინკები“, ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე, როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში.
წესიერი სამედიცინო დახმარება როგორც ჩანს არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?“, – წერს ნატა ქორიძე.
„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად პროპორციული ძალა გამოიყენა.
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე
„მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს..“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს