„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი.
„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან
წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 პირი დააკავა.
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს „ფორმულას“ ეთერში ემოციურად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საშინელი შეურაცხყოფა, როცა ქართველის ხელით ხდება დარბევა.
„მე ვერანაირად ვერ ვეტყვი სანუგეშო სიტყვებს იმ ბიჭების დედებს, რომლებიც მზად არიან გადაუარონ თავისივე სისხლსა და ხორცს. მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს. იქნებ გონს მოუყვანოთ, დედები არ ხართ? ცოლები არ ხართ? ქალები არ ხართ ოჯახში?
ახლა ხომ უსმენთ ტელეარხებს რა ხდება? იმას მაინც უყურეთ, და გაიგეთ, დაინტერესდით, ჩემს შვილს რამე ხომ არ დაემართაო? რამე უთხარით შვილებს, სიძეებს თუ ვინ არიან ეს კაცები, რომლებიც საკუთარ დებს, ძმებს ხოცავენ. ძალიან დიდი ბოდიში აღელვებული ტონისთვის, მაგრამ საშინელ გველეშაპის ყბაში გვაგდებენ“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.
თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს
თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს
Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 7 March 2023
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი.
„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი
„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე