LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება.. პირადად ვესაუბრე, მომიყვა დეტალები“ – რას ამბობს ახლადარჩეული სახალხო დამცველი მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ

178
BeFunky-collage (1)

ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ, 7 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები მოინახულა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან მოთავსებულები, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აქვს:

„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება. აქ 25 დაკავებულია მოთავსებული. მათ შორის არის ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც მოვინახულე.

მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. რა დაზიანებებიც მე ვნახე, მათგან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება, სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, ექიმებმა უნდა დაწერონ.

ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება. ვის სცემა ჩემთვის არ უთქვამს. დაკავების დროს, იმ ადამიანებისგან მოხვდა ხელკეტი, ვინც დააკავა და ამის გამო აქვს ეს დაზიანება თავზე. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროცესში ხელკეტი მოხვდა იმ სპეცდანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან, ვინც ის დააკავა. დაიწყო გამოძიება. ამის შესახებაც ზურა საქმის კურსშია“, – განაცხადა იოსელიანმა.

„თავში ურტყეს „დუბინკები“, გაზიც შეასხეს სახეში, დიღმის იზოლატორში ჰყავთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ?“ – ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს.

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს..“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს

„მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე – პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით“ – ავთო ვარსიმაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები