LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც პარლამენტში ფეხი შეეპარა, დაუყოვნებლივ დატოვოს ბოროტების სასახლე – შალვა ნათელაშვილი

81
შალვა 33

„ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მიმართა.

„ვინც არ შევედით პარლამენტში, ფეხი არ შევდგათ იქ, ვისაც ფეხი შეეპარა, დაუყოვნებლივ დატოვოს “ . – მოუწოდებს ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა ჟამი, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, საქართველო გვიყვარდეს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში.

ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ და ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე. დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში“. – აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში სამუშაოდ მივიდა დავით ბაქრაძე და აღნიშნა, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებით, ის მოცემულობა შეიქმნა, როცა პარლამენტში უნდა შესულიყო.

ხოლო პარტია „ლელომ“ საპარლამენტო ფრაქცია შექმნა, მათ ფრაქციას სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდნენ.

 ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, თანამდებობის დაკავებას არ ვგეგმავ: ბაქრაძე პარლამენტში სამუშაოდ მივიდა

“ლელო”, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე ახალ ფრაქციას ქმნიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g