LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისურვებდი საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ: ეკა ლალიაშვილი

376
BeFunky-collage (5)

„ვისურვებდი, საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“,- ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული სააბონემენტო სისტემით სარგებლობაზე საუბრისას ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ აღნიშნულ სისტემას დაამტკიცებდნენ, გარკვეული მოკვლევა ჩატარდა.

მისი თქმით, ამ პროცესში არსებობს გარკვეული გამოწვევები.

თბილისში ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება

"თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ერთჯერადად იმგზავროთ, ამ შემთხვევაში მოგიწევთ 1 ლარის გადახდა. თუმცა დღეს თუ თქვენ გადაჯდებით ყვითელ მიკროავტობუსში, დამატებით უნდა გადაიხადოთ 80 თეთრი", - განუცხადეს "ფორტუნას" მერიაში.

„ტრანსპორტს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი ჰყავს და ცხადია, ის პირი, ვინც ერთჯერადად ისარგებლებს ტრანსპორტით, მას უძვირდება გადაადგილების ტარიფი. ეს ყველასთვის არ არის, უმრავლეს შემთხვევაში, უმრავლესობაში არიან ისინი, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სანამ ამ ტიპის სისტემას დაამტკიცებდნენ, გარკვეული მოკვლევა ჩატარდა.

როდესაც ვხედავთ ხარისხობრივად გაუმჯობესებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ესეც გარკვეულ დაფინანსებას მოითხოვს. ამიტომ, არ შეიძლება ერთი ტარიფი ჰქონდეს ყვითელ ავტობუსსა და მოდერნიზებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება - კალაძე განმარტავს, ვინ შეძლებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ 20 თეთრად იმგზავროს

თბილისის მერის განმარტებით, ულიმიტო გადახდის სისტემა, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

არის გამოწვევები, მაგალითად, დღეს შეიძლება არ იყოს კომფორტული ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე გადაჯდომა, არ არის სრულად განვითარებული ქსელი, თუმცა ნელნელა ხარისხისკენ მივდივართ და აქედან გამომდინარე ალბათ სჭირდება ადეკვატური დაფინანსება.

ზოგადად, ვისურვებდი, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, გვენახოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აი აქეთკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ, რომ ევროპული გამოცდილება ზუსტად ეს არის. არ უნდა იყოს მოაზრებული, რომ სოციალურად დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. არაერთი მინისტრი, დეპუტატი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იგივე მოლოდინი უნდა გვქონდეს აქაც. ევროპულ ქვეყნებში ტარიფებიც მაღალია“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ახლა უკვე მგზავრობა სააბონემენტო სისტემით იქნება შესაძლებელი.

1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები