LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vivitek-ის ჭკვიანი დაფები

129
ადდ

ტექნიკის ონლაინ მაღაზია allmarket.ge მომხმარებელს Vivitek-ის ბრენდის ჭკვიანი დაფებს სთავაზობს.

მათემატიკა, ქართული ენა, გეოგრაფია – სხვადასხვა ფუნქციის მქონე ჭკვიან ეკრანზე ნებისმიერი სასკოლო საგნის მასალის გადატანა და გამოყენებაა შესაძლებელი. რაც მოსწავლეს საკითხის უკეთ აღქმაში ეხმარება.

„დროის მენეჯმენტის, ბავშვის აღქმის, სხარტად აზროვნების თვალსაზრისით, ნამდვილად შეცვალა ამ დაფამ ძველი დაფა. მრავალფუნქციურია და ყველა საგნის შემთხვევაში შეიძლება გამოყენება. ძველ დაფებზე მარტო იწერება და იშლება. ასევე, პირდაპირ დაერთებულია ინტერნეტზე და შესაძლებელია ნებისმიერი თანამედროვე პლატფორმა გამოვიყენოთ“, – ამბობს მასწავლებელი მაკა წკრიალაშვილი.

საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინტერაქციული ეკრანების საშუალებით, სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა იზრდება.

„გაამართლა იმედები, ამიტომ შევიძინეთ კიდევ სამი, მალე დამონტაჟდება და ნელ-ნელა გადავდივართ ჭკვიანი დაფით სწავლების მეთოდზე“, – აცხადებს სკოლის ადმინისტრატორი ფიქრია კუპრაშვილი.

ჭკვიანი დაფებით სწავლების მეთოდს 50-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს. ეს ყველაფერი კი allmarket.ge-ის მეშვეობით ხდება. ტექნიკის ონლაინ მაღაზია ქართულ ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.

„დაფა გვეხმარება მარტივად სწავლასა და აღქმაში. უკეთესად ვიგებთ გაკვეთილს, ვერთობით და უფო თვალსაჩინოა და მარტივად გასაგებია“, – ამბობს მოსწავლე.

allmarket.ge-ს ინიციატივით, სიახლეების გასაცნობად პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მოიწვიეს,

„სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა. ახალ პროგრამით აღიჭურვა ჩვენი ინტერაქციული დაფები, რაც გულისხმობს უსადენო გადაცემის სისტემებს. ყოველგვარი კაბელების და დაერთებების გარეშე საგანმანათლებლო პროდუქტი დღეს ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია“, – აცხადებს allmarket.ge-ს დამფუძნებელი კოტე კუბლაშვილი.

„ეს არის ახალი სიტყვა საგანმანათლებლო სფეროში. ამ დაფების მეშვეობით, უკვე ბევრი რაღაცის გაკეთება და შექმნაა შესაძლებელი. მოთხოვნაც წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ პროდუქტის განვითარებასა და ხარისხის აწევაზე“, – ამბობს მაჩეი ტომაშევსკი, vivitek-ის წარმომადგენელი საქართველოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები