LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვიყავი შოკირებული, როცა ეს აღმოვაჩინე” – შიშველი იოგა ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებთ – ფსიქოლოგი

272
იოგა

ბოლოს როდის გამოხვედით თქვენი კომფორტის ზონიდან ? თუ მორცხვი და ემოციურად დელიკატური ადამიანი ხართ, შეეცადეთ დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა და ამ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ.

Nbcnews ექიმთან და ფსიქოლოგთან ინტერვიუს აქვეყნებს.  კარლა მარიე მენლი ამბობს: „მიიღეთ სიამოვნება შიშისგან – ეს ყველაზე ჭკვიანური ტაქტიკაა”.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ სირცხვილის ან შიშის შეგრძნება გაქვთ, ეს უნდა გადალახოთ.

რა არის შიშველი იოგა და რატომ არის ის ჩემთვის კარგი

კარლა მენლი: “ეს თქვენი სხეულზე დაკვირვების საშუალებაა, ამ დროს გრძნობთ, როგორ თავისუფლდებით ყველაფრისგან. ეს მათთვისაა, ვისაც თავისი სიშიშვლით სიამოვნების მიღება შეუძლია, შიშველი იოგა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ თავისუფლებასთან ერთად თავად იოგა შეიგრძნოთ ბოლომდე”.

“მე ვიყავი შოკირებული, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მეხმარებოდა, ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში. მე ორიენტირებული ვიყავი სხეულის თითოეულ მოძრაობაზე. ჩემი თავდაჯერებულობა უფრო გავაძლიერე, საკუთარი თავისადმი სიყვარულიც უფრო მეტად გაიზარდა”, – ამბობს შიშველი იოგას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები