LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: ჩვენი ოპონენტები მზად არიან დარტყმა მიაყენონ ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად

115
პუტინი-პრესკონფერენცია

“ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახან ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად”, – რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები დსთ-ში კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობენ.

„ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახან ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს“ , – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება: დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g