LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს გაუზომავენ

123
28-main

კრემლში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მსურველებს სიცხეს გაუზომავენ. ამის შესახებ ტეკლეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანტონ ჟენლოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფაქტს პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ზომები კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდგა. მისივე თქმით, საჯარო ღონისძიების ყველა მონაწილე მოწმდება.

სიცხე გაუზომეს„ვედომოსტის“ იმ ჟურნალისტსაც, რომელმაც პესკოვისგან ინტერვიუ აიღო.

როგორც ცნობილია, შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს კართან უზომავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები