LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნატრობ, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელის სკამზე ვიხილო – არჩილ ტატუნაშვილის მამა

104

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან. ამის შესახებ ტატუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

„მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე,” – განაცხადა ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.
არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g