LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის

151
იი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია გახდება.

„საკვანძოა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ჩვენი დონბასი, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია… გვიკავია პოზიციები. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ცოტ-ცოტა წინ მივიწევთ. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. აი, ნამდვილი გმირები! ჩვენ განვიხილეთ სიტუაციას სამხრეთში, ჩვენს საზღვარზე, იარაღის მიწოდება, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მიმდინარე წელს ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, არამედ გავაძლიერეთ, როგორც არასდროს. თუმცა ახალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო ძლიერი და შედეგიანი გახდება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g