LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვურჩევდი ნიკა მელიას გადაიხადოს გირაო, ეს საკითხი ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას: არჩილ თალაკვაძე

99
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ნიკე მელიას საკითხი ხელს უშლის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას.

თალაკვაძის თქმით, “როგორც პოლიტიკოსი ნიკა მელია ვალდებულია ეს ნაბიჯი გადადგას, მიუხედავად იმისა, რა აქვს ადრე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით”.

„თქვენ იცით, რომ ამაზე იყო ბევრი საჯარო დისკუსია. პრინციპში, ბევრი განხილვაც არ სჭირდება ამას. ნიკა მელიას მხარეს ხვალვე შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და ის დატოვებს საპატიმროს. ძირითადი სასამართლო პროცესი წინ არის. ამიტომ წინასწარ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე ვურჩევდი, რომ მან უნდა გადაიხადოს ეს გირაო, რადგან ელემენტარულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა, თუ შენ ხედავ, რომ შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, რაც მთელ ქვეყანას სჭირდება, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ხარ, გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა გაქვს ადრე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ პოლიტიკოსებს თუ აღვიქვამთ როგორც ადამიანებს, რომლებმაც უნდა გადაჭრან სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, ამ დროს როდესაც დგას შენი გირაოს საკითხი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს, გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი. თუმცა ეს არის მისი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი და მე იმედი მაქვს, რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

mazda magti 5g