LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წადით არჩევნებზე ხვალ! პატივი ეცით იმ ადამიანებს ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ არჩევნების გამო: გიორგი ფხაკაძე

174
გიორგი-ფხაკაძე131

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ხვალინდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

„წადით არჩევნებზე ხვალ! პატივი ეცით იმ ადამიანებს ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ არჩევნების გამო!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის. ცესკოში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები