LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ წამს პირველად მთავარი არხის სიგნალი სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, 9-ში 9 საათზე ვიწყებთ- ნიკა გვარამია

757
69740292-2327211714029565-2192320452280451072-n

9 სექტემბერს 9 საათზე მთავარი ანტირუსული პლატფორმა ეთერშია – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ის ამბობს, რომ რამდენიმე წუთის წინ არხის პირველი სატესტო სიგნალი უკვე გაეშვა.

“ხოდა, ვეხმიანები წინა სტატუსს და გაცნობებთ, რომ ამ წამს პირველად ჩაეშვა მთავარი არხი • Mtavari Arkhi სიგნალი სატესტო რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 9-ში 9 საათზე ვიწყებთ”, – წერს გვარამია.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი თვლის, რომ მთავარი არხი ახლა ქვეყანას ისევე სჭირდება, როგორც ცას – კიბე, ზღვას – ხედი და დედამიწას – სამართალი.

“ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ არა მარტო მთავარი ტელევიზია, არამედ მთავარი ანტირუსული პლატფორმა, როგორც ვიყავით კიდეც, ოღონდ სხვა სახელით. დიახ, მთავარი და ამ როლის დათმობას არც ერთი მიმართულებით არ ვაპირებთ. გვაქვს ამის ამბიციაც, შესაძლებლობაც და მორალური უფლებაც”, – წერს გვარამია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები