„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს.
“მე ჩემი აზრი გამოვთქვი ჩემს კოლეგებთან ოპოზიციაში( ბევრს მოეწონა): “ჭაჭვის “ ტიპის მწყობრი, რომ გაგვეკეთებია კვირას ანუ ხელს ნუ ჩავკიდებთ ერთმანეთს, ასე მჭიდრო აქციას ავცდებოდით, ფართე – სიგანეზე გადაჭიმული ხალხის ტალღა, ლამაზიც იქნება, დისტანციაც დაცული იქნება, წარმოიდგინეთ ზემოდან გადაღებული კადრი რა ლამაზი იქნება- გადაჭიმული საპროტესტო ტალღა პირბადეებით ეპიდ- დისტანციაც დაცული იქნება და ვაჩვენოთ მსოფლიოს დიდი საპროტესტო ტალღა – ასევე დიდი პოლიტიკური კულტურით!”,-წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და განმეორებით არჩევნებს ითხოვენ. ამ მიზნით 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია იგეგმება.
ხელისუფლებას აქციების გამართვა შეზღუდული არ აქვს, თუმცა სამედიცინო სექტორში შეკრებების დროს ინფიცირების რისკებზე საუბრობენ.